­

GeneChip™ miRNA 4.1 - მიკრომატრიცების პლანშეტი (96)

 

კატალოგის ნომერი: 902410

აღწერა:

მრავალი დაავადება, მათ შორის სიმსივნეც, ხშირად აღიწერება, როგორც გენთა ექსპრესიის დარღვევით გამოწვეული პათოლოგია. დადგენილია, რომ მაკოდირებელი გენებიდან ცილის სინთეზის 30%-ზე მეტი რეგულირდება მიკრო რნმ-ებით (miRNA). აქვე უნდა აღინიშნოს მზარდი ინფორმაცია გრძელი არა-მაკოდირებელი რნმ-ების (long non-coding RNA) და მათი მარეგულირებელი ფუნქციების აღმოჩენის შესახებ ალტერნატიული სპლაისინგის პროცესში, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ისეთ უჯრედულ პროცესებზე, როგორიცაა აპოპტოზი, პროლიფერაცია და დიფერენციაცია.
მოცემული კრიტიკული ფაქტორების ცვლილებების ანალიზი მეტად მნიშვნელოვანია განსხვავებულად ექსპრესირებადი გენების ბიოლოგიური მნიშვნელობის დასადგენად.  GeneChip™ miRNA 4.1 - ტესტ-სისტემა მნიშვნელოვანი საშუალებაა მცირე არამაკოდირებელი რნმ-ების და მათი ფუნქციის შესასწავლად ფართო სპექტრის ფიზიოლოგიურ მექანიზმებში.

  • სრულყოფილი ანალიზი – ტესტ-სისტემა შექმნილია ყველა ცნობილი miRNA (miRBase Release 20 - ბაზაში არსებული) თანმიმდევრობის შესასწავლად.
  • მარტივად კორელირებადი miRNA-შედეგები – ანალიზის შედეგად მიღებული ფაილები შეიცავს მასპინძლის ID გენს, წინასწარ განსაზღვვრულ და ვალიდირებული miRNA - სამიზნე გენებს და კლასტერირებულ ინფორმაციას miRNA-შესახებ.

  • მარტივი ანალიზი – ადამიანის, თაგვის, ვირთაგვის ან ყოველი მათგანის miRNA-ის ანალიზის შესაძლებლობა ერთი ტესტ-სისტემის გამოყენებით.

  • საწყისი ნიმუშის მცირე მოცულობა – საჭიროებს მხოლოდ 130 ng ტოტალურ რნმ-ს.

  • მარტივი, სწრაფი და უფასო შედეგების ინტერპრეტაცია – GeneChip Expression Console და Transcriptome Analysis Console (TAC) კომპიუტერულ პროგრამებთან ერთად, მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ სრულყოფილი ანალიზი რამოდენიმე წუთში, შედეგების მიღებიდან მათ ინტერპრეტაციამდე.

სპეციფიკაციები:

ფორმატი:

96-პლანშეტი და ავზები

ტესტ-სისტემის ტიპი:

miRNA პროფილირება

რაოდენობა:

96 

პროდუქციის ხაზი:

GeneChip™

Proპროდუქტის ზომა:

1 x 96-არიანი პლანშეტი

სახეობები:

ყველა ორგანიზმი, ადამიანი, თაგვი, ვირთაგვა


ასოცირებული პროდუქცია:
GeneTitan™ Wash Buffers A and B Module
B2 Control Oligo (3nM)
Genetitan™ miRNA Array Holding Buffer
FlashTag™ Biotin HSR RNA Labeling Kits
FlashTag™ Biotin HSR RNA Labeling Kits
GeneTitan™ Hybridization Module for miRNA Plates
GeneChip™ Hybridization Control Kit